ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დასრულდა კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი „საზღვრებს მიღმა 2025“

ახალი ამბები

29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი „საზღვრებს მიღმა“, რომელიც  გაიმართა ინჰას უნივერსიტეტისა (სამხრეთ კორეა) და ილიაუნის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით.

27-29 ივნისს ყაზბეგში, ილიაუნის სამეცნიერო კვლევით ბაზაზე, გაიმართა ქართულ-კორეული კულტურის დღეები. ქართული კულტურის დღეზე ილიაუნის სტუდენტებმა წაიკითხეს მოხსენებები ქართული ტრადიციული სამოსის, ცეკვის, ეროვნული კერძებისა და ღვინის შესახებ. დღის მეორე ნაწილი კორეელ სტუმრებს დაეთმო. მათ მოირგეს ქართული ტრადიციული სამოსი და მონაწილეობა მიიღეს ხინკლის მოხვევის მასტერკლასში.

კორეული კულტურის დღეზე სტუმრებმა ისაუბრეს კორეული ტრადიციული თამაშების, სამზარეულოს, ჩვეულებებისა და დღესასწაულების შესახებ. მათი დახმარებით მასპინძლებმა გააკეთეს კორეული ტრადიციული თამაშებისთვის საჭირო ნივთები და ერთად მოამზადეს კორეული ტრადიციული კერძები: ბიბიმნენგმი (비냉면), ტოკგუკი (떡국) და ტკბილეული ჰოტოკი (호떡).

ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

2025

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხილეთ ვიდეო.

 


ბანერები