ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

BlackNETs რეგიონული შეხვედრა

ახალი ამბები

2025 წლის 3 - 4 ნოემბერს, პროგრამა Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში BlackNETs – Exorcising the BLACK Sea's Silent Killers, არასამთავრობო ორგანიზაციამ Mare Nostrum ქალაქ კონსტანცაში გამართა რეგიონული შეხვედრა: „ცნობიერებიდან ქმედებამდე: მიტოვებული, დაკარგული ან სხვაგვარად გადაგდებული სათევზაო ბადეების (ALDFG) პრობლემის მოგვარების რეგიონული მიდგომა“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები საქართველოდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან და რუმინეთიდან, რათა გაძლიერებულიყო დიალოგი და რეგიონული თანამშრომლობა. საქართველოდან მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება, რომლებშიც ნაჩვენები იყო საუკეთესო პრაქტიკები მიტოვებული, დაკარგული ან სხვაგვარად გადაგდებული სათევზაო ბადეების (ALDFG) პრევენციისა და მართვის მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს რეგიონზე მორგებული სტრატეგიები და მათი განხორციელების ხელშეწყობის გზები.

შეხვედრის მეორე დღეს გაიმართა ALDFG-ის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თითოეული ქვეყნის მიერ მომზადებული მასალები და ფოტოები. გამოფენა ასახავდა მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას, კვლევით საქმიანობასა და იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია შავი ზღვის რეგიონში მიტოვებული, დაკარგული ან სხვაგვარად გადაგდებული სათევზაო ბადეების პრობლემის შემცირებისკენ.

2025

ბანერები