ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბიზნესის სკოლისა და პროკრედიტ ბანკის ერთობლივი პროექტი: „ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე“ - ქართული ბაზრის მომავალი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივითა და „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით, დაიწყო ახალი უპრეცედენტო პროექტი საბანკო მიმართულების სტუდენტებისათვის. პროექტის მიზანია, სტუდენტებმა შეძლონ, გაეცნონ საბანკო სივრცის უახლეს ტენდენციებს, შეიძინონ მეტი ცოდნა ვიწრო სფეროში და მიღებული ცოდნა გაატარონ პრაქტიკაში.

საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ჭარბი ნაღდი ფულის ბრუნვა, რაც ეკონომიკური პროცესების ეფექტური ფუნქციონირების შემაფერხებელი ფაქტორია. აღნიშნული საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეირჩა პროექტი: „ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე“ - ქართული ბაზრის მომავალი. აღნიშნული პროექტისთვის ილიაუნის ბიზნესის სკოლამ შეარჩია საბანკო სექტორის მიმართულების 12 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც აქვთ უმაღლესი აკადემიური რეიტინგი და ფლობენ ინგლისურ ენას. შედგა სამი ჯგუფი, რომლებიც ოთხი კვირის განმავლობაში მოიძიებენ თეორიულ მასალას და ჩაატარებენ საველე სამუშაოებს ქართულ საბანკო სივრცეში, საბოლოოდ კი მოეწყობა მასშტაბური პრეზენტაცია „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში, სადაც ბანკის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელი მოისმენს შედეგებს და დააჯილდოებს წარმატებულ სტუდეტებს.

ბანერები