ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი სასწავლო წელი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

darbaziორშაბათს, 28 სექტემბერს ჩვენს უნივერსიტეტში სასწავლო წელი დაიწყო. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს სწავლის დაწყება კონცერტით მიულოცა. უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ პირველკურსელებს და, არამარტო მათ, მხიარული დახვედრა მოუწყო. ცივი და წვიმიანი დღის მიუხედავად, სტუდენტებს არ მოუწყენიათ. სპეციალურად მათთვის გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის თანამედროვე, ახალგაზრდა შემსრულებლები, მუსიკალური პროექტების "ჯეოსტარისა" და "ნუცას სკოლის" მონაწილეები: ირინა ბაირამაშვილი, სოფო პაპუაშვილი და სხვები. ასევე, ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა კვარტეტი; განსაკუთრებული აპლოდისმენტები მოჰყვა სცენაზე ჯგუფ "ნიკოლშოუს" გამოჩენას.

ბანერები