ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აქსელერაციის პროგრამა – startup drive

ახალი ამბები

თეგეტა ჯგუფი და Future Laboratory სატრანსპორტო ინოვაციების მიმართულებით ახორციელებენ აქსელერაციის პროგრამას Startup Drive. პროექტის მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

24 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის პროექტთან დაკავშირებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს, რომლებსაც სურთ ჭკვიანი და ეკოლოგიური ტრანსპორტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების, გადაზიდვების, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, დრონების და სხვა მიმართულებით პროექტების განვითარება, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 4-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში.

აქსელერაციის ფარგლებში სტარტაპი პროტოტიპის დამზადებისთვის მიიღებს ინვესტიციას 5000 ლარის ოდენობით, აქსელერაციის დასრულების შემდეგ კი წვდომა ექნება 200 000-ლარიან საინვესტიციო ფონდთან.

აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 30 იანვრამდე გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ პირს, ასევე გუნდსა და ორგანიზაციას. დეტალურად ამ პროექტის შესახებ თავად ორგანიზატორებისგან სწორედ ღია კარის დღეზე შეიტყობთ.

შეხვედრა გაიმართება 24 იანვარს, 18:00 საათზე, პროგრამა Zoom-ში. 

შეხვედრის ბმული: https://tinyurl.com/mpm9wpju

Meeting ID: 859 2803 6260

Passcode: 112233

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე - startupdrive.ge

2022 წელი

 

ბანერები