


აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №68/ნ-ით დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე.
ილიაუნი 2021 წლიდან ამ მოდულის ოფიციალური მიმწოდებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.
ტრენინგს ჩაატარებენ ამავე კონკურსის მიერ გამოვლენილი ტრენერები, ადრეული განათლების სპეციალისტები.
- ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს.
- ტრენინგი ჩატარდება ონლაინ zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, ასევე პირისპირ.
მიღებული სერტიფიკატი ოფიციალურად აღიარებულია და დაეხმარება პირს აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დაწყებაში.
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული
- მოიცავს 66 საკონტაქტო საათს;
- მისი მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.
პროგრამის ძირითადი თემები:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები;
- ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი.
ლექციები გაიმართება 19 თებერვლიდან სამუშაო დღეებში დისტანციურად ან პირისპირ ფორმატით. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე https://forms.gle/Mz3cxMkxCTU2JCMy6
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 თებერვალი
კურსზე სწავლის საფასური: 450 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91
2024