ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსების პროგრამა სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „50%-70%-100% სასწავლო გრანტის მფლობელი  პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერა“.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც მოიპოვეს 50, 70 ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ ერთჯერადი ფინანსური დახმარება:

  • 50% სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტებს 500.00 (ხუთასი) ლარი;
  • 70% სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტებს 1 000.00 (ათასი) ლარი;
  • 100% სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტებს 2 000.00 (ორი ათასი) ლარი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/R9huT

განაცხადების მიღება: 31 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად (https://shorturl.at/EmmCa), ასევე მატერიალური სახით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროში (მის.: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).

2025

  

ბანერები