ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ციურიხის ტექნოლოგიების ფედერალურ ინსტიტუტსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის

ახალი ამბები

17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ციურიხის ტექნოლოგიების ფედერალურ ინსტიტუტსა (ETH ციურიხი) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს „სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ეკოჯორჯია“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.

თანამშრომლობის მიზანია სატყეო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განვითარება პარტნიორი ინსტიტუციების მონაწილეობით.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ელენე ჟურავლიოვამ და პროექტ „ეკოჯორჯიას“ დირექტორმა ლუც იარჩინსკიმ.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის დონორი ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, წარმომადგენლები თამარ წივწივაძე და ეკა ყვავაძე.

2023 წელი

 

ბანერები