


საზაფხულო სკოლა ჩეხეთის რესპუბლიკაში
ახალი ამბები
ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
სკოლა უმთავრესად განკუთვნილია ჩეხური ენითა და სლავთმცოდნეობით დაინტერესებული სტუდენტებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის. სკოლის ფართო პროფილის გათვალისწინებით მონაწილეობის უფლება ასევე აქვს ჩეხური ენით, ლიტერატურით, ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულ ყველა სხვა პირს.
სასწავლო პროცესი წარიმართება როგორც ჩეხურ, ასევე ინგლისურ ენებზე.
სტიპენდია ფარავს რეგისტრაციისა და სწავლის გადასახადს, სასწავლო მასალების, განთავსებისა და კვების, ასევე კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯებს.
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება 2025 წლის 15 მარტიდან და დასრულდება 31 მარტს. საბუთებს იღებს საქართველოში ჩეხეთის საელჩო.
დეტალური ინფორმაცია სლავთმცოდნეობის საზაფხულო სკოლის შესახებ ხელმისაწვდომია ჩეხეთის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.
2025