
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
7 თებერვალი, 2025

ახალი ამბები
31 იანვარი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
29 იანვარი, 2025
თურქეთის საგრანტო პროგრამა "Türkiye Bursları"
ახალი ამბები
გრძელდება აპლიკაციების მიღება თურქეთის სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის.
Türkiye Bursları სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის სტუდენტებსა და მკვლევრებს თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს, კერძოდ:
- პროფესიული განათლების საგრანტო პროგრამას – ორწლიანი პროფესიული განათლების პროგრამა კანდიდატებს სთავაზობს კარიერული წინსვლისთვის საჭირო სპეციალური ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას;
- საბაკალავრო საგრანტო პროგრამას – საბაკალავრო საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურზე განათლების მიღების მსურველთათვის;
- სამაგისტრო და სადოქტორო საგრანტო პროგრამებს.
Türkiye Bursları-ის ფარგლებში ასევე გამოცხადებულია მოკლევადიანი პროგრამა:
- კვლევითი საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო მკვლევართა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთათვის. პროგრამის მიზანია თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებთან თანამშრომლობით საინტერესო აკადემიური კვლევის გაღრმავებისა და განვითარების ხელშეწყობა.
თურქეთის საგრანტო პროგრამა Türkiye Bursları საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად საუნივერსიტეტო მომზადებისა და საცხოვრებელში განთავსების ხარჯებსაც მოიცავს.
პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართში.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვალი.
2025