ტრენინგპროგრამა მკვლევართათვის ტეხასის დალასის უნივერსიტეტში
კონკურსები
გამოცხადდა მკვლევართა სასწავლო ტრენინგპროგრამის კონკურსი ტეხასის დალასის უნივერსიტეტისა (UT Dallas) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
პროგრამა განკუთვნილია STEM-ის, ეკონომიკის, ბიზნესისა და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებების დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და ახალბედა პროფესორებისთვის, რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2020 წლის 1-ელი იანვრისა.
პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის ორკვირიან კურსს, კვლევით სამუშაოს ტეხასის დალასის უნივერსიტეტის ლაბორატორიებში და სხვადასხვა ტრენინგს.
პროგრამა ითვალისწინებს:
- ორმხრივი მგზავრობის ბილეთის ანაზღაურებას;
- საცხოვრებლით, კვებითა და დალასში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტით უზრუნველყოფას;
- ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებას.
სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 იანვრის 23:59 საათი (თბილისის დროით).
ინტერვიუ აპლიკანტებთან ჩატარდება 2026 წლის მარტის დასაწყისში. შერჩეული აპლიკანტები დალასში გაემგზავრებიან 2026 წლის მაისის ბოლოს და University of Texas in Dallas-ის კამპუსში გაატარებენ 8 კვირას. გამგზავრებამდე ორი თვით ადრე გამარჯვებული კანდიდატები უნდა დაესწრონ ვირტუალურ საორიენტაციო სესიებს.
პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.
2025