ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Thinking Wisely – მიღება მიეროშევსკის ცენტრის პოლიტიკური ექსპერტიზის საზაფხულო სკოლაში

ახალი ამბები

მიეროშევსკის ცენტრის პოლიტიკური ექსპერტიზის საზაფხულო სკოლა აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში “Thinking Wisely”.

ექვსდღიანი სემინარების მონაწილეები შეხვდებიან ანალიტიკური ცენტრის „უკრაინული პრიზმა“, პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და მიეროშევსკის ცენტრის ექსპერტებს და შეიძენენ ახალ კულტურულ და ტრანსნაციონალურ გამოცდილებას, გააანალიზებენ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტს, დაესწრებიან ანალიტიკური წერის ინტენსიურ ტრენინგს, რომელიც დაეხმარებათ მკვლევრისთვის აუცილებელი უნარების შეძენაში.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინ. B2 დონეზე;
  • კონკურსანტს უნდა აინტერესებდეს საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი და/ან ისტორია.

საზაფხულო სკოლის თარიღი: 14-20 აგვისტო, 2024

ადგილი: ტატარივი, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონი, უკრაინა (ადგილი შერჩეულია საომარი ზონის გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო)

სტიპენდია ითვალისწინებს:

  • საცხოვრებელს
  • კვებას
  • ლექციებს
  • ვორკშოპებს
  • დამხმარე მასალებს
  • ტრანსპორტირებას (300 ევრომდე)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 5 ივლისი, 2024

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

2024

 

 

ბანერები