ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სადოქტორო სკოლა ტარტუს უნივერსიტეტში

ახალი ამბები

ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან სკიტეს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უმაღლესი დონის სადოქტორო სკოლაში ტარტუსა და ნარვაში 2024 წლის 9-11 სექტემბერს. ეს აკადემიური ღონისძიება, ორგანიზებული ტარტუს უნივერსიტეტისა და გერმანიის საელჩოს (ესტონეთში) თანამშრომლობით, მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინისკენ მიმართული აგრესიის შედეგების შესახებ პროფესიულ – როგორც აკადემიური, ასევე პოლიტიკაზე ორიენტირებული – დისკუსიათა ხელშეწყობას.

თემატურ პრიორიტეტებს შორისაა:

  • ახალი პოლიტიკური და აკადემიური ნარატივები ევროპაში უსაფრთხოებისა და დაუცველობის შესახებ
  • უკრაინის გამძლეობის წყაროები: მმართველობის პრაქტიკა, დეცენტრალიზაციის რეფორმა, საინფორმაციო რესურსების კონსოლიდაცია
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ცვალებადი როლი ომის დროს
  • რუსეთის შეჭრა უკრაინაში და საინფორმაციო ომი
  • გაკვეთილები უკრაინის მეზობლებისა და პარტნიორებისთვის

შერჩეული მონაწილეებისთვის სკოლა უზრუნველყოფს:

  • 3 ღამით განთავსებას
  • ლანჩისა და ყავის შესვენებებს სამი დღის განმავლობაში, ერთ გამოსამშვიდობებელ ვახშამს
  • მგზავრობას ესტონეთში ღონისძიების დროს (ნარვა-ტარტუ)

დამატებითი ინფორმაციის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

აპლიკაციის შესავსებად საჭიროა აპლიკანტებმა გაგზავნონ CV და კვლევის ინტერესის აღწერა მეილზე: anselm.schmidt@ut.ee

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 1 აგვისტო, 2024

ბანერები