ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

The Way We Are. Which way we're going? – კიმ ტონგ ოპის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

17 მარტს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, კიმ ტონგ ოპის საჯარო ლექცია “The Way We Are. Which way we're going?”

მომხსენებელი ისაუბრებს კორეასა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და გეგმებზე.

კიმ ტონგ ოპი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულია 2022 წლის ოქტომბრიდან, მანამდე იყო კორეის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ასევე მუშაობდა კორეის საგარეო მისიებში გერმანიაში, კანადასა და აშშ-ში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 17 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები