ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტარტუს უნივერსიტეტი - „ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“

ახალი ამბები

ტარტუს უნივერსიტეტი აცხადებს სასწავლო პროგრამას „ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“.

მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის დიპლომი ან მისი ექვივალენტი (ან უნდა მიიღოს მაქსიმუმ მიმდინარე წლის ივნისის დასასრულამდე) და მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება მასწავლებლის პოზიციაზე ან თანამდებობაზე, რომელიც სასწავლო პერსონალს უწევს ზედამხედველობასა და კონსულტაციას;
  • მაგისტრატურის საფეხურის დიპლომის მქონე კანდიდატებს არ სჭირდებათ სამუშაო გამოცდილების დადასტურება.

სასწავლო პროგრამა საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის უფასოა.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 1-ელ ივნისამდე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საკონტაქტო პირს: Emanuele Bardone: (emanuele.bardone@ut.ee or +372 5688 7686)

2023

 

ბანერები