ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტალინის უნივერსიტეტის საზაფხული სკოლები

ახალი ამბები

2019 წლის ივლისში ტალინის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სკოლა ორგანიზებას უწევს ორ საზაფხულო სკოლას საგანმანათლებლო რობოტიკის მიმართულებით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განათლების მიმართულების სტუდენტებსა და სხვა ზოგადი განათლებით დაინტერესებულ პირებს. რობოტიკასა და პროგრამირებაში თეორიული ცოდნა მონაწილეობის წინაპირობას არ წარმოადგენს.

პროგრამები მოიცავს სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ სამუშაოებსა და თეორიულ სწავლებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რობოტიკის ადაპტირება განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებთან.

ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის დაფინანსების მოპოვება, რომელიც დაფარავს როგორც კურსის, ისე საცხოვრებლის ხარჯებს.

სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა მითითებულ ვადაში კანდიდატმა წარადგინოს სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე: tss@tlu.ee.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://summerschool.tlu.ee/special_scholarship/

ბანერები