ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტაილანდის საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები (TIPP)

ახალი ამბები

ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (TICA) აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს ტაილანდის საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე (TIPP).

მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომი ან/და პროფესიული გამოცდილება;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას;
  • კანდიდატმა, რომლის მშობლიური ენა არ არის ინგლისური, უნდა ჩააბაროს ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტი კონკრეტული აკადემიური დაწესებულების რეგულაციებით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით;
  • ასაკობრივი შეზღუდვა – 45 წელი.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 31 ივლისამდე ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით.

დეტალური ინფორმაციის, შემოთავაზებული უნივერსიტეტების, პროგრამებისა და ასატვირთი დოკუმენტების სიის სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს და იხილოთ თანდართული ფაილი.

2023 წელი

ბანერები