


სტიპენდია კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ბერლინში
ახალი ამბები
ფონდი Study Foundation the Berlin House of Representatives აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელიც დაინტერესებულ კანდიდატებს საშუალებას მისცემს 10 თვის განმავლობაში იმუშაონ ბერლინის რომელიმე კვლევითი ცენტრის ან უნივერსიტეტის პროფესორთან/მკვლევართან მათთვის საინტერესო კვლევით პროექტზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 35 წლამდე პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. კვლევის თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა სასურველია, კანდიდატის კვლევითი ინტერესები უკავშირდებოდეს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს.
სტიპენდიის რაოდენობა
სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე - 1,100 EUR
პოსტდოქტორანტურის საფეხურზე - 1,630 EUR
მგზავრობის ხარჯები - 200 EUR (ევროპის შიგნით); 600 EUR (ევროპის გარეთ).
სტიპენდიის ხანგრძლივობა
10 თვე: 2024/25 წლის 1 ოქტომბერი - 31 ივლისი
სააპლიკაციო დოკუმენტები
- რეზიუმე (აუცილებელია, ახლდეს სურათი)
- კვლევის გეგმა (research proposal)
- სამოტივაციო წერილი
- ორი სარეკომენდაციო წერილი (გაცემული პროფესორების მიერ)
- მოწვევის წერილი (გაცემული ბერლინის რომელიმე კვლევითი ცენტრის ან უნივერსიტეტის მიერ)
- წინა საფეხურის დიპლომი და დიპლომის დანართი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ აქ)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აღნიშნული დოკუმენტები შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად უნდა გაგზავნონ მეილზე: studienstiftung@parlament-berlin.de
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2023 წელი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
2023 წელი