


სტაჟირება საგარეო ურთიერთობების სამსახურში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
საგარეო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 3-თვიანი არაანაზღაურებადი სტაჟირებისთვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ჩაერთონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში, გაიუმჯობესონ ღონისძიებების მენეჯმენტის, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- ინტერკულტურულ გარემოში მუშაობის ან სწავლის გამოცდილება;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე;
- საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2017 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნოთ შემდეგი სააპლიკაციო საბუთები მისამართზე: foreign-relations@iliauni.edu.ge:
- რეზიუმე (CV);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი;
- ინტერკულტურულ გარემოში მუშაობის ან სწავლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი.
წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
კონკურსის ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე კანდიდატი შეირჩევა წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე;
მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.