ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტაჟირება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრ უნივერსიტეტებში

გამოცხადდა კონკურსი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრ უნივერსიტეტებში სტაჟირების გავლის მიზნით. სტაჟირება მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ კომპეტენციების ამაღლებას შესაბამისი აკადემიური პროგრამის მომიჯნავე სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული კუთხით მათ წინსვლას.

კონკურსში მონაწილე აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრ უნივერსიტეტში (https://www.auf.org/membres/);
  • უნდა იყოს ფრანკოფონი (ფლობდეს ფრანგულ ენას B1 ან უფრო მაღალ დონეზე).

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • პირველი კურსის ბაკალავრებს კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ;
  • მასპინძელი უნივერსიტეტი უნდა მდებარეობდეს მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
  • მასპინძელი უნივერსიტეტის სამუშაო ენა უნდა იყოს ფრანგული.

სტაჟირების ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 1-დან 3 თვემდე პერიოდი.

ონლაინ-აპლიკაციის შევსებამდე, გთხოვთ, გაეცნოთ პროფესიული სტაჟირების დებულებას:
პროფესიული სტაჟირების დებულება 2016 (165,2 Kio)

ონლაინ-აპლიკაციის ფორმა იხილეთ მისამართზე: http://formulaires.auf.org/

მშობლიური უნივერსიტეტის თანხმობის ფორმა 2016 (17,0 Kio)
მშობლიური უნივერსიტეტის თანხმობის ფორმა შესაძლოა ადაპტირებული იყოს იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია პროფესიული სტაჟირების დებულებაში.

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა 15 იანვარი, 2016, 13:00 საათი ბუქარესტის დროით (GMT +2)

საკონტაქტო პირი:
Madame Dana Georgescu
Chargée de projet "Insertion professionnelle"
dana.georgescu@auf.org

ბანერები