
ახალი ამბები
5 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 თებერვალი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
21 თებერვალი, 2025
სრულად დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამები კორეის უნივერსიტეტში
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
სეულში მდებარე კორეის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად პროგრამის SK Global Scholarship Program for Fall 2024 (A Scholarship Proposal for Eastern European Students) ფარგლებში. სტიპენდია მთლიანად ფარავს 2-წლიან მაგისტრატურას საინფორმაციო ტექნოლოგიების/ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
სტიპენდიის მოცულობა
- სწავლის გადასახადი – სრული;
- კორეული ენის გაკვეთილები – სრული;
- დაზღვევა – სრული;
- მგზავრობის ხარჯები – 3 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (SKW);
- ყოველთვიური სტიპენდია – 1.5 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (SKW).
მობილობის პერიოდი
- კორეული ენის გაკვეთილები – 1 თვე (არასავალდებულო)
- სამაგისტრო პროგრამა – 2 წელი (იწყება 2024 წლის სექტემბერში)
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე;
- კანდიდატს დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს კორეულ ან ინგლისურ ენას (დეტალურად იხილეთ აქ);
- კანდიდატს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს მშობლიური ქვეყნის საელჩომ, უნივერსიტეტმა ან სხვა რელევანტურმა დაწესებულებამ (რეკომენდაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 6 მარტი).
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ და საჭირო დოკუმენტები წარადგინონ 2024 წლის მარტში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
2023