ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები 2023/2024 წლის ზაფხულის სემესტრისთვის

ახალი ამბები

სლოვაკეთის მთავრობის ინიციატივით დაიწყო განაცხადების მიღება ეროვნული სასტიპენდიო პროგრამით (National Scholarship Program) დაფინანსების მოსაპოვებლად 2023-2024 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისთვის.

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD მკვლევარებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს.

განაცხადები ივსება ონლაინ ვებგვერდზე: www.scholarships.sk

ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 ოქტომბერი, 16:00 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით)

2023 წლის 13 ოქტომბერს, ცენტრალური ევროპის დროით 14:00 საათზე, დაგეგმილია ონლაინვებინარის გამართვა სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების თაობაზე.

 2023 წელი

ბანერები