


შეხვედრა ბოხუმის უნივერსიტეტის კვლევის სკოლის წარმომადგენლებთან
ღონისძიებები
20 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა რურის საუნივერსიტეტო ალიანსისა და ბოხუმის უნივერსიტეტის კვლევის სკოლის წარმომადგენლებთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტების, მკვლევრებისა და პროფესორებისათვის.
შეხვედრაზე ელენა რეში წარმოადგენს რურის საუნივერსიტეტო ალიანსს, რომელიც აერთიანებს რურის რეგიონის სამ ძირითად უნივერსიტეტს. დოქტორი ქრისტიანე ვიულნერი და დოქტორი იორნ ბენცინგერი ისაუბრებენ კვლევისა და აკადემიური გაცვლების შესაძლებლობებზე გერმანიაში, კონკრეტულად ბოხუმის უნივერსიტეტში, პროგრამაზე Research Around the World, რომელიც რამდენიმე საგრანტო ინიციატივას აერთიანებს და ხელმისაწვდომია, როგორც სტუდენტების, ისე პოსტსადოქტორო მკვლევრებისა და პროფესორებისათვის. დასასრულს, DAAD-ს რეგიონული ოფისი წარმოადგენს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამებს დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 20 აპრილი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი