ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Science Slam Tbilisi – “Falling Walls Lab”

ახალი ამბები

2023 წელს DAAD საქართველო პირველად უმასპინძლებს სამეცნიერო სლემს ''Falling Walls Labs'' ფორმატის ფარგლებში. “Falling Walls Labs” იმართება მთელ მსოფლიოში ბერლინის კედლის დაცემის აღსანიშნავად. ეს არის საერთაშორისო კონკურენტული ღონისძიება, რომელშიც სტუდენტები, (ახალგაზრდა) მეცნიერები და სხვა დაინტერესებული პირები წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს 3-წუთიანი პრეზენტაციებით. თითოეულ ეროვნულ „Falling Walls Lab“-ში ჟიური ირჩევს გამარჯვებულს. მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს „Falling Walls“-ის დახურვის ღონისძიებაში, რომელიც ყოველწლიურად, 9 ნოემბერს ტარდება ბერლინში.

დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება შეუძლიათ 2023 წლის 5 მაისამდე ონლაინ განაცხადის ფორმის საშუალებით.

თავად ღონისძიება ჩატარდება 2023 წლის 1-ელ ივნისს ფაბრიკაში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

2023 

ბანერები