


საზაფხულო სკოლა გერმანიაში სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
გერმანული კვლევითი ლაბორატორია, ჰელმჰოლც-ცენტრუმ დრეზდენ-როსენდორფი (HZDR), იწვევს აქტიურ სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და იმუშავებენ ლაბორატორიებში კვლევითი ცენტრის წამყვან მკვლევრებთან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინის, კომპიუტერული მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულების მაგისტრატურის და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებს.
სამუშაო ენა: ინგლისური
პერიოდი: ივლისი-სექტემბერი
ფინანსური უზრუნველყოფა: უფასო საცხოვრებელი, მგზავრობის დაზღვევა, ავტობუსის ბილეთები, ყოველდღიური ფულადი გრანტი 36 ევროს ოდენობით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 23 თებერვალი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
2023