ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი სტაჟირების პროგრამა

კონკურსები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.

ჯამური დაფინანსება შეადგენს 2 500 ევროს; 1 250 ევროს თითოეულ პროექტზე.

მონაწილეობის მიღების წიაპირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
  • კონკურსი ვრცელდება ყველა სამეცნიერო სფეროზე.

წარსადგენი დოკუმენტები:

  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • კვლევითი პროექტი, რომელშიც ახსნილია მიზნები და მოსალოდნელი შედეგები;
  • საფრანგეთის მასპინძელი უნივერსიტეტისგან მოწვევის წერილი.

განაცხადის ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა 7 აპრილი, 16:00 საათი.

ფონდის კანცელარიაში განაცხადის წარდგენის დედლაინია 11 აპრილი, 16:00 საათი.

დეტალური ინფორმაციის სანახავად და განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელს ელ-ფოსტაზე - alexandra.richter@institutfrancais.ge

2023 

 

ბანერები