
ახალი ამბები
5 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 თებერვალი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
21 თებერვალი, 2025
სამუშაო შეხვედრა ტემპუსის პროექტის „PICASA” ფარგლებში
2016 წლის 10 მაისს ტემპუსის პროექტის „PICASA” გაიმართა შეხვედრა აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საკითხზე. განხილული იყო მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე განხორციელებული აქტივობები პროგრამების კურიკულუმების რევიზიის მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამშრომლები, აკადემიური პერსონალი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოხდა ფაკულტეტის თანამშრომელთა საჭიროებების განსაზღვრა შემდგომი ტრენინგებისათვის.
ტემპუსის პროექტის „PICASA” მიზანია აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და კულტურული და სტრუქტურული ადაპტაცია.