ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა პროექტის „ინტერნაციონალიზაციის ქსელი“ (I-Net) ფარგლებში

2015 წლის 2-4 დეკემბერს ბელარუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერნაციონალიზაციის ქსელი“ (Internalization Network - I-Net) სამუშაო შეხვედრა. პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი). პროექტში მონაწილეობენ სომხეთის, ბელარუსიის, ჩეხეთის, საქართველოს, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომელიც ახალ ერთობლივ პროექტებს, გაცვლით პროგრამებს, ტრენინგებსა და კვლევებს ჩაუყრის საფუძველს.

აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტის მიმდინარეობისას განსახორციელებელი ძირითადი აქტივობები:

  • ევროპელი პარტნიორების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე ტრენერების მომზადება;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომზადებული ტრენერების მიერ შიდასაუნივერსიტეტო შეხვედრების გამართვა ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

პროექტი დასრულდება 2016 წლის დეკემბერში. პროექტის დასრულების შემდეგ გაგრძელდება არსებულ კონსორციუმში ახალი პარტნიორების მოზიდვა, რაც უზრუნველყოფს კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების რეგიონალური და საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას, საერთაშორისო მობილობების ხელშეწყობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

პროექტისა და მის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.int-net.org/.

ბანერები