


სამაგისტრო სტიპენდია ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (Université libre de Bruxelles) კოორდინირებას უწევს 2-წლიან სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამას ტროპიკული ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების (TROPIMUNDO) მიმართულებით.
პროგრამის აღწერა
პროგრამის პირველი და მესამე სემესტრი მოიცავს საბაზისო და სპეციალიზებულ კურსებს ევროპის ერთ ან ორ პარტნიორ უნივერსიტეტში. მეორე სემესტრში სტუდენტებს საშუალება ექნებათ საველე მუშაობისა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, კარიბისა და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე, ცენტრალური აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, აღმოსავლეთ აფრიკის დიდ ტბებში და ა.შ. მეოთხე სემესტრი კი მიეძღვნება სამაგისტრო ნაშრომს ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებთან დაკავშირებით.
სტიპენდია
შერჩეული კანდიდატები მიიღებენ სრულ დაფინანსებას, რაც მოიცავს სწავლის გადასახადს, მგზავრობის ხარჯებს, დაზღვევას და ყოველთვიურ სტიპენდიას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის TROPIMUNDO პროგრამისა და განაცხადის პროცედურის შესახებ გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
2023