ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობების შესახებ

ღონისძიებები

22 მარტს, 18:00 საათზე, პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის (CERGE-EI) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ნინო შოშიაშვილისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის CERGE-EI-ის სასწავლო შესაძლებლობების შესახებ.

CERGE-EI ჩარლზის უნივერსიტეტისა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ერთობლივი სამუშაო ადგილია; ინსტიტუტი გთავაზობთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ეკონომიკის მიმართულებით.

შეხვედრაზე განხილული იქნება CERGE-EI-ის შემოთავაზებულ პროგრამებზე მიღების მოთხოვნები და განაცხადის წარდგენის პროცედურები.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ Zoom-პლატფორმის საშუალებით: https://bit.ly/3icktQU

Meeting ID: 748 749 9157
Passcode: study

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია; სასურველია, მსურველებმა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3ie2d9u

CERGE-EI-ისა და შემოთავაზებული პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.cerge-ei.cz/

2022 წელი

ბანერები