


საინფორმაციო შეხვედრა პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სასწავლო შესაძლებლობების შესახებ
16 მარტს, 18:00 საათზე, პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის (CERGE-EI) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ნინო შოშიაშვილისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის CERGE-EI-ში არსებული სასწავლო შესაძლებლობების შესახებ.
CERGE-EI ჩარლზის უნივერსიტეტისა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ერთობლივი სამუშაო ადგილია; ინსტიტუტი ეკონომიკის მიმართულებით გთავაზობთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. პროგრამებზე მიღებული კანდიდატებისთვის სწავლა იქნება უფასო, ამასთან პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დამატებითი სტიპენდიის მოპოვებაც.
საინფორმაციო შეხვედრაზე განხილული იქნება CERGE-EI-ის შემოთავაზებულ პროგრამებზე მიღების მოთხოვნები და განაცხადის წარდგენის პროცედურები.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom-პლატფორმის საშუალებით.
Topic: CERGE-EI სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია; სასურველია, დასწრების მსურველებმა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3t0BVuI
CERGE-EI-ისა და შემოთავაზებული პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.cerge-ei.cz/