ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

25 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 204 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ნატოლინის (პოლონეთი, ვარშავა) უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას ნატოლინის სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესახებ.

ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულებებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ან თანდართული ფაილი.

დრო: 25 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 204 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

 

ბანერები