ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) წარმომადგენელთან

ღონისძიებები

7 დეკემბერს, 14:00 საათზე საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების მენეჯერი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი საქართველოში, ნათია ნანავა, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

2023-2024 სასწავლო წლისათვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისათვის გამოცხადებულია მიღება 51 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე ვენის კამპუსში არსებულ 18 სხვადასხვა დეპარტამენტსა და სკოლაში.

შეხვედრა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსის“ მეორე სართულის სივრცეში.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორს საქართველოში, ნათია ნანავას ელ. ფოსტაზე: natia@osgf.ge

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები