ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები 2019/2020 აკადემიური წლისათვის

ახალი ამბები

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020 ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობასა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის.

სამაგისტრო სტიპენდიები 2019-2020 ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე)
პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები:

  • სოფლის მეურნეობა
  • განათლება
  • ინჟინერია
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • სამართალი
  • არქიტექტურა
  • საჯარო მართვა
  • მენეჯმენტი

კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2019 წლის 28 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს: http://iec.gov.ge/4344

 

ბანერები