ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – საერთაშორისო სამართლის გამოცდა“

ახალი ამბები

მიეროშევსკის ცენტრი, სახელმწიფო ინსტიტუტი, შექმნილი პოლონეთის პარლამენტის აქტით, პოლონეთის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და საჯარო საქმეთა სპეციალისტებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – საერთაშორისო სამართლის გამოცდა“.  

საცხოვრებლის, კვების, ტრანსპორტირებისა და ლექციებსა და სემინარებში მონაწილეობის ხარჯებს აფინანსებენ ორგანიზატორები.

საზაფხულო სკოლა გაიმართება პოლონეთში 27 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე.

დაინტერესებულმა პირებმა CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გაგზავნონ 2023 წლის 21 მაისამდე ელფოსტის შემდეგ მისამართზე –kontakt@mieroszewski.pl.

შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 2023 წლის 9 ივნისამდე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

2023 

ბანერები