


საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)
ახალი ამბები
გერმანიის პარლამენტი, ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად, პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს 41 ქვეყნიდან ყოველ წელს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. აქამდე ეს სტიპენდია უკვე მიიღო 2200 სტიპენდიატმა, მათგან 63 საქართველოდან იყო.
პროგრამა გრძელდება 1-ლი მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით და მის მთავარ ნაწილს წარმოადგენს 15-კვირიანი მუშაობა გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში.
პროგრამის ფარგლებში, გერმანიის პარლამენტი იხდის სამგზავრო, საცხოვრებელ, სადაზღვევო ხარჯებს და ყოველთვიურ სტიპენდიას.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობებია:
- საქართველოს მოქალაქეობა
- დასრულებული საუნივერსიტეტო განათლება
- გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა
- პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთკავშირებისა და გერმანიის ისტორიისადმი გამოკვეთილი ინტერესი
- საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობა
- ასაკობრივი ზღვარი: 30 წლამდე ასაკი პროგრამის დაწყების მომენტისთვის
კონკურსი 2018 / განაცხადების შეტანის ბოლო ვადა: 2017 წლის 30 ივნისი
პროგრამისა და საგანაცხადო დოკუმენტაციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდებზე: