ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP)

ახალი ამბები

დაიწყო აპლიკაციების მიღება 2023-2024 წლის შემოდგომა/გაზაფხულის პროფესიული პრაქტიკის პროგრამაზე (PFP).

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) არის ორმხრივი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის, რომელიც სრულად დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმაონ ცოდნა ამერიკის საკანონმდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლი და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულ და ქართულ ორგანიზაციებს შორის.

შერჩეულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ, გაიარონ პრაქტიკა ამერიკულ ორგანიზაციებში 5-6 კვირის განმავლობაში. პროგრამასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის მოთხოვნებთან დაკავშირებით იხილეთ ამერიკული საბჭოების ვებგვერდზე - http://bitly.ws/wgH2.

აპლიკაციის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: www.professionalfellows.org.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელფოსტაზე: Georgia-PFP@americancouncils.org.

2022 წელი

ბანერები