ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პოსტსადოქტორო მობილობის გრანტი

ახალი ამბები

იწყება განაცხადების მიღება პოსტსადოქტორო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად. მობილობის პროგრამა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ორ ქართველ მკვლევარს საშუალება ექნება მოიპოვოს დაფინანსება საფრანგეთში ერთთვიანი სამეცნიერო სტაჟირების განსახორციელებლად.

პოსტსადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:

  • კვლევით სტიპენდიას 2000 ევროს ფარგლებში;
  • ორმხრივ ავიაბილეთს საფრანგეთის მიმართულებით 500 ევროს ფარგლებში.

განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 7 მარტიდან და გაგრძელდება 7 აპრილამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: l’Institut français de Géorgie.

არ გამოტოვოთ კვლევითი მობილობის პროგრამის ონლაინპრეზენტაცია 2022 წლის 14 მარტს. რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: ce formulaire.

მასპინძელი დაწესებულების შესახებ კითხვებისა და ყველა სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშეს, ნასტასია დომპსს: nastasia.dhomps@institutfrancais.ge.

შემოგვიერთდით სოციალური ქსელების Facebook-სა და Instagram-ის გვერდებზე: Campus France Géorgie, Institut français de Géorgie.

2022 წელი

 

ბანერები