


პოლონეთის სასწავლო და კვლევითი სტიპენდიები
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
პოლონური-ამერიკული თავისუფლების ფონდი (Polish-American Freedom Foundation) აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად პოლონეთში სწავლისა და კვლევისთვის.
კირკლენდის კვლევითი პროგრამა (Kirkland Research Program)
პროგრამა განკუთვნილია 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის აკადემიურ ხარისხს და ამჟამად უკავიათ აკადემიური პოზიცია.
სტიპენდია მოიცავს კვლევის, საცხოვრებლის, დაზღვევის, მგზავრობის ხარჯებს და ყოველთვიურ სტიპენდიას.
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (სექტემბერი, 2024 - იანვარი, 2025)
ყოველთვიური სტიპენდია: 2,700 პოლონური ზლოტი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა (The Lane Kirkland Scholarship Program)
პროგრამა განკუთვნილია 40-წლამდე საჯარო მოხელეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ანტრეპრენერებისთვის, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სტიპენდია მოიცავს სწავლის, საცხოვრებლის, დაზღვევის, სავიზო, მგზავრობის ხარჯებს და 9-თვიან სტიპენდიას.
მობილობის ხანგრძლივობა: 2 სემესტრი (ოქტომბერი, 2024 - ივნისი, 2025)
სტიპენდიის მოცულობა: 22,500 პოლონური ზლოტი (მოიცავს 9 თვეს)
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 მარტი, 2024
2024