ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პილეცკის ინსტიტუტის სტიპენდია მკვლევართათვის

ახალი ამბები

პილეცკის ინსტიტუტი ვარშავაში მდებარე კვლევითი ინსტიტუტია, რომლის ძირითადი საკვლევი მიმართულებაც მე-20 საუკუნის ისტორია, კერძოდ კი ტოტალიტარული იდეოლოგიები და მათი იმპლემენტაციაა.

2020-21 სასწავლო წლისათვის ინსტიტუტი აღნიშნული მიმართულებით მომუშავე მკვლევრებს სთავაზობს 5/10-თვიან კვლევითი ვიზიტის შესაძლებლობებს (პროექტისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით ვადების გახანგრძლივება შესაძლებელია).

პროგრამის ფარგლებში ორი ტიპის სტიპენდიაა გამოყოფილი:
უფროსი მკვლევრის ვაკანტური ადგილისათვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფლობდეს დოქტორის ხარისხს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში და ჰქონდეს მინიმუმ 10 წლის პოსტსადოქტორო კვლევის გამოცდილება;
  • ფლობდეს ინგლისურ ენას სრულყოფილად (მინ. C1);
  • წარმოადგინოს ზემოთ აღნიშნული მიმართულებით კვლევისა და პუბლიკაციების ნუსხა.

უფროსი მკვლევრისათვის ყოველთვიური სტიპენდია 3,000 ევროს შეადგენს.

უმცროსი მკვლევრის ვაკანტური ადგილისათვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ამჟამად უნდა ირიცხებოდეს ან დასრულებული ჰქონდეს სადოქტორო პროგრამა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში;
  • ჰქონდეს მინიმუმ 1 პუბლიკაცია;
  • ფლობდეს ინგლისურ ენას სრულყოფილად (მინ. C1).

უმცროსი მკვლევრისათვის ყოველთვიური სტიპენდია 2,000 ევროს შეადგენს.
პროგრამისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

ბანერები