ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მოკლევადიანი სტიპენდიები ახალგაზრდა მკვლევართათვის

პარიზის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდი (FMSH) საფრანგეთში კვლევითი საქმიანობის განხორციელების მსურველთათვის აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი სტიპენდიების მოპოვების მიზნით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევრებს (Post docs), რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჩართული არიან სოციალური ან ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებში;
  • აფილირებული არიან საქართველოს რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან კვლევით ინსტიტუტთან;
  • მიღებული აქვთ სადოქტორო ხარისხი 2008 წლის შემდეგ (ასაკობრივი შეზღუდვა არ არის).

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე

განაცხადის მიღების ბოლო დღე: 1-ლი დეკემბერი, 2015
მობილობა განხორციელდება 2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში. სტიპენდიის მოცულობა განისაზღვრება თვეში 1500 ევროთი. აპლიკანტების მხარდაჭერას სავიზო პროცედურებსა და სხვა ლოჯისტიკურ საკითხებში (დაბინავება, ბიბლიოთეკის საშვი, სხვ.) უზრუნველყოფს ფონდი.

მკვლევრების ვალდებულებები:
გამარჯვებული კანდიდატები ვალდებული არიან, აქტიურად ჩაერთონ მასპინძელი ორგანიზაციის სამეცნიერო ცხოვრებაში, პერიოდულად წარმოადგინონ საკუთარი კვლევითი ნაშრომი სემინარებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებზე. დამატებით, მათ მოეთხოვებათ ვიზიტის დასრულებიდან, მაქსიმუმ, 30 დღის ვადაში გაუგზავნონ ანგარიში მასპინძელ ორგანიზაციას.

განაცხადის მიღების პროცედურა:
განაცხადები მიიღება ელექტრონულად, ონლაინ სააპლიკაციო ფორმის (http://calls.msh-paris.fr) ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე შევსების გზით.
განაცხადის მომზადების პროცესში შექმნილი სირთულეების შემთხვევაში, საკონტაქტო ელფოსტის მისამართია: fadili@msh-paris.fr.

განაცხადის შეფასება და შედეგების გამოცხადება მოხდება 2016 წლის 29 იანვარს.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდის თანამშრომელს: Marion FANJAT
ელფოსტა: mfanjat@msh-paris.fr

ბანერები