ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მალაიზიის სახელმწიფო სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის (MIS 2023)

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

2023-2024 აკადემიური წლისთვის გამოცხადდა მალაიზიის სახელმწიფოს სასტიპენდიო კონკურსი მალაიზიის 20 სახელმწიფო და 4 კერძო უნივერსიტეტში სხვადასხვა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე.

მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული ბენეფიციარი ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქე;
  • კანდიდატი უნდა გეგმავდეს სრული საფეხურის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის მალაიზიაში სწავლას;
  • სამაგისტრო საფეხურის პროგრამის კანდიდატი არ უნდა იყოს 40 წელს გადაცილებული;
  • სადოქტორო საფეხურის პროგრამის კანდიდარი არ უნდა იყოს 45 წელს გადაცილებული;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება: სამაგისტრო საფეხურის პროგრამის აპლიკანტები - საბაკალავრო საფეხურზე CGPA 3.0; სადოქტორო საფეხურის პროგრამის აპლიკანტები - სადოქტორო საფეხურზე CGPA 3.0.
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

გამარჯვებული კანდიდატები გათავისუფლდებიან სწავლის გადასახადისგან და მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 1 500 მალაიზიური რინგიტის ოდენობით.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 18 მაისამდე აღნიშნული ბმულის დახმარებით.

დეტალური ინფორმაციის, ასატვირთი დოკუმენტების, შემოთავაზებული უნივერსიტეტებისა და პროგრამების სიების სანახად ეწვიეთ ბმულს.

2023

ბანერები