
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
25 მარტი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
24 მარტი, 2025

ახალი ამბები
24 მარტი, 2025
ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსი
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი Vytautas Magnus University – VMU (ლიეტუვა) იწვევს დაინტერესებულ პირებს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსზე.
4-კვირიანი კურსი მოიცავს ლიეტუვური ენის ყოველდღიურ გაკვეთილებს, სოციო-კულტურულ ლექციებსა და სემინარებს, სესიებს ლიეტუვის ისტორიასა და ტრადიციების შესახებ, მუზეუმებისა და კულტურული ძეგლების დათვალიერებას, სასწავლო ექსკურსიებს ლიეტუვაში.
სულ გამოყოფილია 35 სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტების, ლექტორების, მკვლევრებისა და ლიეტუვური წარმოშობის პირებისთვის. სტიპენდია დაფარავს სამგზავრო, საცხოვრებლის, კვებისა და სხვა ხარჯებს.
მსურველები ასევე შეძლებენ მონაწილეობას დისტანციურად.
განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 2025 წლის 18 აპრილი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
2025