


გერმანულ-ქართული საზაფხულო სკოლა „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“
ახალი ამბები
საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია კიოლნის უნივერსიტეტის (გერმანია) გეოგრაფიის განათლების ინსტიტუტისა და გერმანული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი II-ის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (საქართველო) თანამშრომლობით.
სკოლის მონაწილეები შეიძენენ ცოდნას გლობალური და ადგილობრივი მდგრადობის გამოწვევების, ასევე მდგრადი განვითარების განათლების (ESD) ხელშემწყობი ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მედიის შესახებ. მონაწილეები შექმნიან საერთაშორისო ქსელს სამომავლო თანამშრომლობისთვის, ხოლო გაცვლებისა და პრაქტიკული გამოცდილების შედეგად უკეთესად მოემზადებიან მდგრადობის თემების სასწავლო პრაქტიკაში ინტეგრაციისთვის.
პროგრამა მოიცავს სემინარებს, ვორკშოპებს, ექსკურსიებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
შინაარსი:
- გამოწვევები და გამოსავალი: სიღრმისეული ცოდნის მიწოდება გერმანიასა და საქართველოში მდგრადი განვითარების ყველაზე გადაუდებელ პრობლემებზე.
მონაწილეები შეიმუშავებენ გადაწყვეტილებებს და შეაფასებენ მოქმედებებს განათლების სექტორში. - სასწავლო პროექტების ანალიზი: გერმანული და ქართული მდგრადი განვითარების განათლების (ESD) მიდგომათა ანალიზი.
სტუდენტები განიხილავენ განსხვავებებს და შეიმუშავებენ იდეებს. - ენისა და საგნობრივი უნარების განვითარება: ენისა და თემატური კომპეტენციების გაუმჯობესება მდგრადობის შესახებ კომპლექსურ საკითხებზე კომუნიკაციისთვის.
- ინოვაციური მედია და OER: თავისუფლად ხელმისაწვდომი ციფრული სასწავლო მასალების გამოყენების გზები ESD-ის გასაძლიერებლად უმაღლეს განათლებაში.
სტუდენტები ისწავლიან OER-ის გამოყენებას სასწავლო მასალების შესაქმნელად და განიხილავენ მათ პოტენციალს ESD-ის უფრო ფართო ინტეგრაციისთვის.
ადგილმდებარეობა: თბილისი (საქართველო)
თარიღი: 2025 წლის 21-29 სექტემბერი
ვის შეუძლია მონაწილეობა: ილიაუნის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც შეისწავლიან გეოგრაფიას, ბიოლოგიას, განათლებას, გერმანისტიკასა და მათთან დაკავშირებულ სფეროებს. უპირატესობა მიენიჭებათ მასწავლებლის განათლების პროგრამის სტუდენტებს.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
განაცხადები მიიღება 2025 წლის 15 თებერვლამდე შემდეგი სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით.
განაცხადთან ერთად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- CV;
- განახლებული ნიშნების ფურცელი (ტრანსკრიპტი);
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურის მინიმუმ B1 დონე, ასევე გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამოტივაციო წერილი.
შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: iro@iliauni.edu.ge
2025