ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსზე სახელმწიფო სტიპენდიების მოსაპოვებლად.

საზაფხულო კურსი გაიმართება 2024 წლის 6 ივლისიდან 4 აგვისტომდე. 4 კვირის მანძილზე მონაწილეები დაესწრებიან ლიეტუვური ენის კურსებს, სხვადასხვა სოციო-კულტურული შინაარსის ლექციებს, მონაწილეობას მიიღებენ გასვლით ტურებსა და კულტურული ძეგლების მონახულებაში.

სტიპენდიის ფარგლებში

  • საზაფხულო კურსებზე სწავლის საფასურს დაფარავს ლიეტუვის რესპუბლიკა;
  • მონაწილეები მიიღებენ 825 ევროს ოდენობის სტიპენდიას.

პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც:

  • ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე პირველად შეაქვთ განაცხადი;
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ფორმალურად ან არაფორმალურად სწავლობენ ლიეტუვურ ენას, ისტორიასა და კულტურას (აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით).

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მარტი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://balticsummeruniversity.com/

შეკითხვებით მიმართეთ ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტს ელ-ფოსტაზე: bsu@vdu.lt

2024

 

ბანერები