
ახალი ამბები
5 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 თებერვალი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
21 თებერვალი, 2025
ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები
კონკურსები
განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდთან თანამშრომლობით LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი (კლაიპედა, ლიეტუვა) აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე სახელმწიფო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სტიპენდიის ფარგლებში
- საზაფხულო კურსებზე სწავლის საფასურს დაფარავს ლიეტუვის რესპუბლიკა;
- საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურis სტუდენტები, ლექტორები და მკვლევრები მიიღებენ 630 ევროს ოდენობის სტიპენდიას.
პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც:
ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე პირველად შეაქვთ განაცხადი;
მშობლიურ უნივერსიტეტში ფორმალურად ან არაფორმალურად სწავლობენ ლიეტუვურ ენას, ისტორიასა და კულტურას (აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით).
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მარტი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3LYw3fM
2022 წელი