
ახალი ამბები
5 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 თებერვალი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
21 თებერვალი, 2025
ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიები
ახალი ამბები
2023-24 აკადემიური წლისთვის ლიეტუვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ცხადდება სახელმწიფო სტიპენდიების მიღების შესაძლებლობა ერთი ან ორი სემესტრით.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კანდიდატმა შერჩეული უნივერსიტეტიდან ოფიციალური მიღების წერილი / პირობითი შეთანხმება (Conditional Agreement) უნდა მიიღოს;
- კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;
- კანდიდატი უნდა ჰქონდეს ლიეტუვურის, ინგლისურის ან შერჩეული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სხვა უცხო ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელ ცნობას.
დაფინანსება
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 490 ევროს ოდენობით; დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდიის რაოდენობა შეადგენს 980 ევროს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 8 მაისი.
კანდიდატების ინფორმაციას შერჩევის შედეგებზე მიიღებენ არა უგვიანეს 2023 წლის 1-ელი ივლისისა.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ონლაინპლატფორმის დახმარებით. სარეგისტრაციო ფორმა ონლაინ იხილეთ ბმულზე.
კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული უნივერსიტეტებისა და აკადემიური პროგრამების სია იხილეთ ბმულზე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
2023