
ახალი ამბები
5 მარტი, 2025

ახალი ამბები
21 თებერვალი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
21 თებერვალი, 2025
ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიები სრული საფეხურის სამაგისტრო პროგრამებისთვის
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
2023-24 აკადემიური წლისთვის ცხადდება კონკურსი სრული საფეხურის სამაგისტრო პროგრამებზე სახელმწიფო სტიპენდიების მისაღებად ლიეტუვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატი 2022-2023 აკადემიური წლის ბოლოსთვის უნდა ფლობდეს ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომს;
- კანდიდატმა უნდა მიიღოს ოფიციალური ან წინასწარი მოწვევის წერილი სასურველი უნივერსიტეტისგან;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ლიეტუვურის, ინგლისურის ან შერჩეული სასწავლო პროგრამით მოთხოვნილი სხვა უცხო ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელ ცნობას;
- კანდიდატებს, რომელთაც უკვე ისარგებლეს ამ სტიპენდიით მონაწილეობის უფლება არ აქვთ;
- სახელმწიფო სტიპენდიას ვერ მიიღებს კანდიდატი, რომელიც ფლობს მაგისტრატურის საფეხურის დიპლომს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 22 მაისამდე ამ ბმულის დახმარებით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
2023 წელი