
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
7 თებერვალი, 2025

ახალი ამბები
31 იანვარი, 2025

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
29 იანვარი, 2025
ლატვიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2025-2026 აკადემიური წლისთვის
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
ლატვიის მთავრობა აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებისთვის ლატვიის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
სტიპენდიის ხანგრძლივობა
- 10 თვე – ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის;
- 11 თვე – დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
ყოველთვიური სტიპენდია
- 500 ევრო – ბაკალავრის საფეხურზე;
- 600 ევრო – მაგისტრატურის საფეხურზე;
- 700 ევრო – დოქტორანტურის საფეხურზე.
ლატვიური მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სასწავლო ხარჯებს, ხოლო ფრენისა და დაზღვევის ხარჯებს ანაზღაურებენ თავად სტუდენტები.
დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლაში.
განცხადებები მიიღება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე შემდეგ ბმულზე.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ იხ. თანდართულ ფაილებში.
2025