ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (KAIST) სტიპენდიები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KAIST) აცხადებს მიღებას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლის მსურველეთათვის. წარმატებული კანდიდატები შეძლებენ KAIST უნივერსიტეტში უფასოდ სწავლას და მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

მაგისტრატურა − 4 სემესტრი;

დოქტორანტურა − 8 სემესტრი;

ინტეგრირებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები − 10 სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • ინტეგრირებულ ან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს 2025 წლის აგვისტომდე მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი, ხოლო დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებს − მაგისტრის ხარისხი;
  • აპლიკანტმა ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს TOEFL iBT, IELTS, TOEIC ან TEPS სერტიფიკატი;
  • აპლიკანტმა აპლიკაციის მიღების პერიოდში უნდა მოძებნოს აკადემიური მრჩეველი მასპინძელ უნივერსიტეტში.

რეგისტრაციის საფასური: USD 80

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მარტი, 2025.

რეკომენდატორის მიერ სარეკომენდაციო წერილის გაგზავნის ბოლო ვადა: 2 აპრილი, 2025.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე

2025

 

ბანერები